დასუფთავების აქციის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა მდინარე ჩხოუშის კალაპოტი


  • 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ და ა(ა)იპ „ზუგდდასუფთავების“ წარმომადგენლებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მდინარე ჩხოუშის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
დასუფთავების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში, ყოველწლიურად მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები და ღონისძიებები ტარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!