დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს


  • “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები, დღეს, რიყეში, ჭითაწყარში, ჯიხაშკარში, ფალაზონში, რუხში, ოდიშში, საჭურღულიოში, ცაიშში, ჩხოუშში, ცაცხვში, დიდინეძსა და დიხაგუძუბაში გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და მერის მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და მაიზერ ნანავა ესწრებოდნენ. მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 950 000 ლარამდე გამოეყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!