- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.