- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველ საჯარო სკოლაში ორი დღეა მიმდინარეობს საჭადრაკო ტურნირი სამ ასაკობრივ კატეგორიაში. დაწყებით საფეხურზე გამარჯვება მოიპოვა მე-6 კლასის მოსწავლემ საბა ხასაიამ, საბაზო საფეხურზე გაიმარჯვა რატი თათარიშვილმა, საშუალო საფეხურზე კი საბა ბიგვავამ.
საჭადრაკო ტურნირის ინიციატორები იყვნენ: მათემატიკის მასწავლებელი მარინე ქადარია და დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნანა კეზუა.