საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, თხილის ქარხნის ბუნკერში დაიწვა 3 ტონა თხილი. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.