დავით კოდუა ბარამიას ქუჩაზე, მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა


  • ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, მომხდარ ინციდენტს “ქართული ოცნების” ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუკზე.

“ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მათ დღეს, ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში ჩვენს ძვირფას დევნილებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მაიყენეს. მიზეზი კი ძალადობრივი პარტიის მისამართით მოსახლეობისგან გამოთქმული პროტესტი და მათთან კომუნიკაციაზე უარი გახდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა, ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ აუცილებლად გასცემს ქართველი ხალხი პასუხს.

ისინი არ ერიდებიან მცირეწლოვან ბავშვებსაც კი და მშობლებს, ბავშვების თვალწინ უპირისპირდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი გააჩნიათ.

ის რაც მოძალადე პარტიამ ზუგდიდში ჩაიდინა არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას.

ჩვენი ქვეყნის მტრები 26 ოქტომბერს მიიღებენ პასუხს ყველა იმ ქმედებაზე რასაც სჩადიან!”

ინფორმაციისთვის: დღეს, ბარამიაზე, დევნილთა დასახლებაში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაზე იყო ხმაური, ყვირილი, ფიზიკური დაპირისპირება. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!