“დავასუფთაოთ მსოფლიო” – “დავასუფთაოთ საქართველო”


  • 15, 16 და 17 სექტემბერს, ყოველწლიურ მსოფლიო დასუფთავების აქციას, წელსაც შეუერთდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” და მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია “დავასუფთაოთ მსოფლიო” – “დავასუფთაოთ საქართველო”.

“ზუგდიდდასუფთვების ცენტრის” ინფორმაციით, აქციაში აქტიურად ჩაერთო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს კოლექტივი. დასუფთავდა – ქალაქში: ბარამიას ქუჩაზე მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზო და მიმდებარე ტერიტორიები, მდინარე ჩხოუშიის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორიები, ტრასები, ქუჩები, სკვერები, პარკები, ასევე დასუფთავდა სასოფლო ტერიტორიული ერთეულები და შავი ზღვის, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი.

“სასურველია, დასუფთავების აქციაში ჩაერთონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული საწარმოები და დაწესებულებები, ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვის საქმეში. დასუფთავების აქცია გაგრძელდება 18, 19 და 20 სექტემბერსაც.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”- ს მიერ უზრუნველყოვილი იქნება აქციის ფარგლებში შეგროვებული ნარჩენების გაზიდვა მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიიდან.”-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ინფორმაციაში.

საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 595 22 25 31; 555 41 49 99; 577 96 04 06;


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!