- 18-20 სექტემბერს ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია “დავასუფთაოთ მსოფლიო” იმართება.
კამპანიას “დავასუფთაოთ მსოფლიო” ზუგდიდის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში დასუფთავდა სხვადასხვა ლოკაცია, მათ შორის ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი.
კამპანია ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში.