- დღეს, 19 თებერვალს, ზუგდიდში, სოციალურ სივრცე “მეგობარში“ თანასწორობის კუთხე „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“ გაიხსნა. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში დაფუძნდა.
ზუგდიდში “თანასწორობის კუთხე” გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის ანალიტიკოსმა ნანა ავალიანმა და გამომცემლობა “ინტელექტის” მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ.
ღონისძიებაზე, მწერალმა ნესტან ნენე კვინიკაძემ ისაუბრა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების გაძლიერებაზე და მათ უფლებებზე.
დისკუსიის მოდერატორები გახლდათ “ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გვანცა ჯობავა და სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა.