დადიანის სასახლეში, გაიხსნება მუდმივი ექსპოზიციის დარბაზები, გამოფენით – “უფლისწულის გალერეა“


  • 25 აგვისტოს, 18.00 საათზე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნება მუდმივი ექსპოზიციის დარბაზები, გამოფენით -„უფლისწულის გალერეა“.

დადიანების სასახლის ადმინისტრციის ინფორმაციით, მუზეუმში მოსული დამთვალიერებელი გამოფენის ფარგლებში იხილავს ევროპელი მხატვრების მიერ შესრულებულ ფერწერის, გრაფიკის, გრავიურის ნიმუშებს, რომლებმაც კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები ასახეს თავიანთ ნამუშევრებში და ქორწინებისას საჩუქრად მიართვეს სამეგრელოს უფლისწულ, ნიკო დადიანს. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფაიფურის, ფრაჟესა და ძვლის სუვენირებს, შანდლებსა და საწერი მაგიდის მოწყობილობებს, დადიანების უნიკალური ბიბლიოთეკის ნაწილს, რომელშიც წარმოდგენილია XIX საუკუნის ფრანგული, ინგლისური, იტალიური და გერმანული სამეცნიერო-მხატვრული ლიტერატურა.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!