დადიანების სასახლე ინფორმაციას ავრცელებს


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, უფლისწულის სასახლესა და მის წინ მდებარე ისტორიულ პარკში, 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის “საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში“.

“მოგახსენებთ, რომ დაგეგმილი სამუშაოების გამო, 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, უფლისწულ, ნიკო დადიანის სასახლე და მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაიხურება ვიზიტორებისათვის.

დედოფლისეული სასახლე იმუშავებს სტანდარტული გრაფიკით 10 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო 11, 12, 13 და 14 ოქტომბერს, მუზეუმი სრულად დაიხურება დამთვალიერებელთათვის. რაც შეეხება საქორწილო ფოტოსესიასა და ხელმოწერის ცერომინიის გამართვას, მუზეუმის ტერიტორიაზე იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალების გასარკვევად დაგვიკავშირდით მუზეუმის საკონტაქტო ნომერზე: 595 28 76 76; რომელიც მუშაობს 10.00 საათიდან 18:00 – საათამდე. მუზეუმის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.”-აღნიშნულია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!