- დადიანების სასახლეებს, არაოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ უნგრეთის ექს-პრეზიდენტი იანოშ ადერი, ყოფილი პირველი ლედი – ანიტა ჰერცეგი და მოქმედი ელჩი – ანა მარია შიკო, მეუღლესთან ერთად.
დადიანების სასახლის ინფორმაციით, სტუმრებმა დედოფლისეული სასახლის საგანძური და მემორიალური ნაწილი დაათვალიერეს.
იანოშ ადერს, მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ანზორ ოყუჯავამ სახსოვრად წიგნი – ,,დადიანების სასახლეთა საგანძური“ გადასცა.