დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა “გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი“, განახლდა


  • 14 აპრილს, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა “გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი“, განახლდა.

მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, დაათვალიერებენ დედოფლისეულ სასახლეში დადიანების მემორიალურ გამოფენას და გაეცნობიან მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს.

სალექციო ფორმატში,მონაწილეები გაეცნობიან როგორ ვითარდებოდა უძველესი ქართული ანბანი, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული ენა და როგორ მოხდა მისი შენარჩუნება.

პრაქტიკული ნაწილი – ბავშვები იმუშავებენ ასომთავრულ ნაწერებზე, გაშიფრავენ აფორიზმებსა და ქართულ ხალხურ ანდაზებს.

პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.(მე-5 კლასიდან).

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.

პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 595 28 76 76.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!