დადიანების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა “ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია“


  • დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიხსნა გამოფენა “ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ექსპონატები არქეოლოგიის, ყოფისა და ეთნოგრაფიის, ახალი და უახლესი ისტორიის, საბიბლიოთეკო ფონდებიდან, რომლებიც ქსოვილის ისტორიას აცოცხლებდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენის მიზანი იყო წარმოეჩინოთ, თუ როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა შინამრეწველობისა და ჩაცმულობის მდიდარი ტრადიციები დროსა და სივრცეში, რომელიც შემოინახა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის ფონდსაცავებმა.

გამოფენის დათვალიერება მსურველთათვის შესაძლებელი იქნება ყოველდღე (ოთხშაბათობით უფასოდ) 18 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!