- დადიანების მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა – “ზღაპრები, მითები, იგავ-არაკები” დაიწყო.
დადიანების სასახლის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.
მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას. სალექციო ფორმატში მოისმენენ ლექციას – დადიანების საბავშვო ბიბლიოთეკა.პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო აქტივობას.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით,