- დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ეწვია.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრი შეხვდა მუზეუმის თანამშრომლებსა და მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდიას.
უწყების ცნობით, მინისტრი ადგილზე გაეცნო სასახლეში უკვე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ანგარიშსა და ასევე, იმ ისტორიული სივრცეებისა და ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესს, რომლებიც სამომავლოდაა დაგეგმილი. აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს დედოფლისეული რეზიდენციისა და უფლისწულის სასახლის იმ დარბაზებისა და უნიკალური ნივთების რეაბილიტაციას, რომელთაც რესტავრაციის პროცესი დღემდე არ ჩატარებია.