დადიანების მუზეუმმა მუშაობა განაახლა


  • დღეს, 2 მარტს, ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დამთვალიერებლისთვის გაიხსნა. 
მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. “ვიხსნებით დილის 11-ის ნახევარზე და ვმუშაობთ 5 საათამდე. თუ სტუმარი მოვიდა ხუთ საათზე, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. დღეს, მუზეუმში გვყავდა დამთვალიერებლები. ვფიქრობ, როცა მოიხსნება დარჩენილი რეგულაციები, უფრო მეტი ვიზიტორი გვეყოლება.”
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა მუშაობა პირველი მარტიდან განაახლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!