- დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებს დაუდასტურდათ კოვიდ-19. მუზეუმის დირექციამ უსაფრთხოების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წლის 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით მუზეუმი დროებით დაიხურება დამთვალიერებელთათვის.
4 თებერვლიდან, დედოფლისეული და უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე ღია იქნება ნებისმიერი მსურველისათვის. დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!”-აღნიშნულია განცხადებაში.