- ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დროებით დაიხურა.
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით: “საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტური მართვის მიზნით, დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლისთვის 16 მარტამდე დახურულია. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დადიანების სასახლეში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება”.-ნათქვამია განცახდებაში.