დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან, დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ითხოვდნენ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლას და კომპენსაციას. პროტესტის ნიშნად, მოსახლეობამ, შენობის წინ გაფუჭებული სიმინდი და თხილი დაყარეს.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ გუბერნატორთან ლევან შონიასთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლაშა გოგიასთან შეხვედრას. აქციაზე იმყოფებოდნენ მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ ლელა ქებურია და დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ანა წითლიძე და „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა. სიტყვით გამოსვლისას, აქცვიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არჩევნებამდე თუ მათი პრობლემა არ იქნება მოგვარებული, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ და აღარ მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მონაწილეებს შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, რომელმაც აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა. ფაცაციამ შეკრებილებს მიმართა, მაგრამ აქციის მონაწილეები აგრესიულად განეწყვნენ დეპუტატის მიმართ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=P3nWiLjHtfU[/embedyt]
მოგვიანებით, შეკრებილებს შეხვდა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ნუკრი ესართია, რომელმაც განაცხადა, რომ გუბერნატორი არ იმყოფებოდა ადგილზე ოჯახური პირობების გამო გერმანიაში იყო წასული. მან აქციის მონაწილეებს შესთავაზა საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ ასულიყო მერიაში ხუთი ადამიანი ჟურნალისტებთან ერთად, მაგრამ აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შეხვდა ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა. მან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლება მუშაობს. “გამოყოფილია 22 ერთეული ახალი ტექნიკა, რომელიც მთლიანად სამეგრელოს რეგიონს მოიცავს შეწამლული არ დარჩება, არცერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. აგრეთვე გამოყენებული იქნება ავიაცია. რაც შეეხება კომპენსაციას, ამ მხრივ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასთან და მზადება გარკვეული წინადადებების პაკეტი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Rad-GZsznKg[/embedyt]
აქცია რამდენიმე საათში დასრულდა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩამოსვლას, ზარალის დათვლას და კომპესაციის გადახდას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ გუბერნიის წინ, პროტესტის ნიშნად, კარვების გაშლიან.