- ზუგდიდელი ძალოსანი გურამ ვეკუა ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ძალოსანმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გურამ ვეკუამ იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში 160 / 165 / 168 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ვეკუამ აკვრაში დაძლეული 202 / 211 კილოგრამით კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამით ბრინჯაოს პრიზიორია.
