- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება. ტაიმებს შორის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მუსიკალური ბენდი ,,ბოლო ოთახი”-ს ახალი სიმღერის პრეზენტაცია გაიმართება. ახალგაზრდები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ოდიშის” მაისურებით უქომაგებენ ეროვნულ ნაკრებს. იქნება სახის მოხატვა. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მატჩების ჩვენება დიდ ეკრანზე ყოველდღე გაიმართება. 17:00 საათიანი და 20:00 საათიანი მატჩის ჩვენება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში დიდ ეკრანზე გაიმართება , ხოლო 23:00 საათიანი ჩვენება ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში ( საკონფერენციო დარბაზის წინ ). ბოტანიკურ ბაღში შესვლა 19:30-დან უფასოა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.