სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსად ლევან სულაშვილი დაინიშნა. მანამდე ის სხვადასხვა მედიაში მუშაობდა, მათ შორის, იყო ტელეკომპანია “იმედის” ზუგდიდის კორესპონდენტი. ლევან სულაშვილმა პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე პაატა ლაგვილავა შეცვალა, რომელმაც, როგორც “ზუგდიდელებს” განუცხადა, საკითარი სურვილით დატოვა ეს თანამდებობა.