გუბერნატორი სამეგრელოში ქარისგან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, რეგიონის მერებს შეხვდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში ძლიერი ქარისგან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება, მიმდინარე და ჩასატარებელი სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის მერებთან ერთად განიხილა.

“ორდღიანმა სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა და გავქვს პირველადი მონაცემები, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა, მათ შორის 30 არის საცხოვრებელი კორპუსი. ასევე  დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს. ენერგო-პრო ჯორჯიას მობილიზებული ჰყავს ბრიგადები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალლიტეტებიდან, მიმდინარეობს სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ თუ ქარი ჩადგება დღის ბოლომდე შეძლებენ დაზიანებული ობიექტების აღდგენას, თუმცა ხედავთ, რომ მეტეოროლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!