- სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ბრიფინგზე, გააკეთა ინფორმაცია, რეგიონში დაფიქსირებული კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქის შესახებ:
“რეგიონში, ერთ-ერთ მოქალაქეს, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც ამჟამად თბილისში კლინიკაში იმყოფება, მას 27 მარტს ჰქონდა კონტაქტი ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ლოკაციაში ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტები უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეები აუცილებლად გადაყვანილ იქნებიან კარანტინში.”