ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ქალაქის მერიასთან. სწორედ მერიის მიერ იჯარით გაცემული ფართის ამჟამინდელ მფლობელთან შპს “ლონდასტესთან” აქვთ მათ პრეტენზია,-რომ ახალი მფლობელი მათ ადრე თუ გვიან ყოველთვიურ გადასახადს გაუზრდის.
აქციის მონაწილებს შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რომელმაც მოისმინა მათი პრობლემები, დაამშვიდა და ურჩია, რომ მერიისთვის მიემართათ და იქ წარედგინათ ამ საქმესთან დაკავსირებული ყველა საჩივარი. თუ ისევ მოუგვარებელი დარჩება მათი პრობლემა, შეჰპირდა, რომ თავად ჩაერევა საქმეში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=W4fn8NMwpH4[/embedyt]
დავაში ჩართული ორივე მხარე, დღეს, ქალაქ ზუგდიდის მერსაც შეხვდა.