- ზუგდიდელი მოჭადრაკე, გრიგოლი ბეჭვაია „მაია ჩიბურდანიძის თასი 2024“- ის პირველი ადგილის პრიზიორი გახდა, 16 წლამდე ჭაბუკთა შორის.
6, 7 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში გაიმართა „მაია ჩიბურდანიძის თასი 2024“-ს ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.
ღია ტურნირში ზუგდიდელმა მოჭადრაკემ გრიგოლი ბეჭვაიამ (1837) 11 შესაძლებლობიდან 8 ქულით 16 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში 91 პუნქტით მოიმატა.