- თბილისის ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ცნობილი ქართველი მწვრთნელის “ალექსანდრე ბოკუჩავას თასი“ 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირი სწრაფი ჭადრაკის ფორმატით ჩატარდა შემდეგი დროის რეგლამენტით, 45 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
“ალექსანდრე ბოკუჩავას თასზე” 16 წლამდე ჭაბუკთა შორის მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ზუგდიდელმა მოჭადრაკემ გრიგოლი ბეჭვაიამ (1581).
გრიგოლიმ სწრაფი ჭადრაკის რეიტინგი 59 პუნქტით მოიმატა.