გრანპრი “შთამომავლებს“


  • ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დრამატული სტუდია “შთამომავლები“ ქალაქ თელავში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე „გაზაფხულის დღეები“ ჩაერთო, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თერთმეტი ბავშვთა და მოზარდთა თეატრი მონაწილეობდა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის მთავარი პრიზი „გრანპრი“ და ფულადი 1000 ლარი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „შთამომავლები“ აღსაზდელებს, სპექტაკლ „HELLADOS” გადაეცა.

ნომინაციაში, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება სპექტაკლმა “პეპის ოინები“ მოიპოვა .სტუდიის ყველა მონაწილე დიპლომით, მედლითა და სამსახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.

სპექტაკლის ყველაზე პატარა მონაწილე – ანუკა ლოგუა კი დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და სამახსოვრო საჩუქრით.

სტუდია „შთამომავლების“ რეჟისორსა და ხელმძღვანელ, ქალბატონ ნონა ტოტოჩავას საუკეთესო რეჟისურისთვის დიპლომი გადაეცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 26 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!