ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორი გონერი პაპავა, საქართველოს განათლების სამინისტროს 15 ოქტომბრის ბრძანებულებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. “ზუგდიდელები.გე-სთან საუბარში, პაპავა ამბობს, რომ მინისტრი სანიკიძე აიძულეს ის გაეთავისუფლებინა, რადგან მას არანაირი დარღვევა არ გააჩნია, რომელიც შეიძლება გმხდარიყო მისი ამ თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველი. ზუგდიდის განათლების რესურს-ცენტრის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ის აუცილებლად გაასაჩივრებს და იბრძოლებს სიმართლისათვის.
ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით, უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსის თანამდებობას, თუმცა საზოგადოებაში უკვე კეთდება მინიშნება, რომ ამ ადგილს ზუგდიდის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დირექტორი დაიკავებს.