- დუშეთში მიმდინარე ჩემპიონატზე U20 ზუგდიდელმა ძალოსანმა გოგა ჯაჯვანმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.
საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის ინფორმაციით, გოგა ჯაჯვანმა ატაცში 155, ხოლო აკვრაში 181 კგ დაძლია და ორჭიდში მოგროვილი 336 კილოგრამით საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ჩემპიონი გახდა 89 კგ ში.