გოგა ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონია


  • ზუგდიდელი ძალოსანი, გოგა ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონია. ძალოსანმა ატაცში ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში კი ოქროს მედლები მოიპოვა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, პერუში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანმა მსოფლიო ფიცარნაგზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ატაცში 156 / 162 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჯაჯვანმა აკვრაში დაძლეული 190 / 195 / 198 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 360 კილოგრამითაც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!