გოგა როგავას გახსენება


  • გვაკლიხარ და გვენატრები,- ასე იწყება შენი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების ყოველი ახალი დღის ნატვრა.

საყვარელო გოგა, ორი დის ერთადერთი საფიცარი ძმა იყავი. რა ადრე დასრულდა შენი ლამაზი ცხოვრება, დედის დიდო იმედო, როგორ დაამწუხრე ყველა შენი ნათესავი, როგორ დააკლდი ნაცნობ-მეგობრებს შენი ერთგულებით, პატიოსნებით, უანგარობით, მხარში ამოდგომის უნარით და მშვენიერი სულით.

29 წლისას გიწია ავბედობამ, როგორ? რისთვის? რატომ? შენი ოჯახის დიდი ტკივილი იყო მამაშენის, მურთაზის უდროოდ გარდაცვალება. ამ უზარმაზარი ტკივილის დაძლევაში ეხმარებოდი დედას, დებს, მამიდებს. წლების მანძილზე მუშაობდი ზუგდიდში, კვების ობიექტში. იქაც დიდი სიყვარული დატოვე, ყველამ იცის როგორი პასუხისმგებლობა გაგაჩნდა. გიყვარდა შრომა.

გოგა, თურმე ძალიან ბევრს ეიმედებოდი, ძალიან ბევრი გთვლიდა ახლობლად. ვერ იკავებდნენ ცრემლებს. თავზარდაცემული დედაშენის, დების, მამიდების, ნათესავების ტკივილი უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. გოგა, ძალიან გვაკლიხარ, გვტკივა უშენობა, ვერ ვეგუებით ჩვენს გვერდით შენს არყოფნას. ულმობელია ბედისწერა, სასტიკია, მაგრამ ამ მოკლე ხანში ისე იცხოვრე, რომ შენი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულში.

5 აპრილი შენი დაბადების დღეა, 33 წლის გახდებოდი. ვწუხვართ, რომ შენი დაბადების დღე უშენოდ, შენი ღიმილის გარეშე აღინიშნება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ალალი სული, ჩვენო გოგა.

ახლობლები


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!