გიყვარდეთ ძაღლები… ერიდეთ ძაღლებს…


ეს ფოტო ფოტოჟურნალისტ ლევან გაბეჩავას ფეისგვერდიდან ავიღეთ,- ავტორს ,,დიდი გასეირნება” შეურქმევია მისთვის. ფოტო მნახველსაც დადებითი ემოციით მუხტავს, მით უფრო, როცა საზოგადოებაში მწიფდება აზრი, რომ ,,მიუსაფარი ძაღლიც ადამიანის მეგობარია.” მაგრამ რეალობა სხვაგვარია,- ეს ძაღლები, ჯგუფებად, ბოტანიკური ბაღისა და დადიანების სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე ,,სეირნობენ” დილიდან საღამომდე. რა დროსაც არ უნდა გახვიდეთ, გხვდებიან და მათგან გარიდება არც თუ ისე უსაფრთხოა. ზუგდიდში, ერთი პერიოდი, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის აშენებაზე იყო საუბარი. გასაგებია, რომ ეს არ არის ხუთწუთიანი ამბავი და მას დროსთან ერთად ფინანსებიც სჭირდება, მაგრამ მანამ… მანამ ვინ აგებს პასუხს ძაღლის მიერ დაკბენილ მოქალაქეებზე და შიშისგან მათ ,,ამოვარდნილ გულებზე”? იქნებ, მოვახერხოთ რამე?


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!