გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში იმყოფებოდა


  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნო და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დევნილი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომ სერვისებს გაეცნო და მედიკოსებს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ჟღენტი წარუდგინა, რომელმაც ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ხედვებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, საქართველოს პარლამენტის წევრები დავით კოდუა და გენრიეტა წიწავა, ასევე სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 28 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!