გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში, ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა


  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა, ასევე პირადად გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საცხოვრებელ პირობებსა და უმთავრეს საჭიროებებს.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო.

გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს რათა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

“ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, დევნილი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციაში ვიმყოფებოდეთ. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ პირადად ვეწვიოთ თითოეულ ასეთ დასახლებას და ადგილზე გავეცნოთ არსებულ საჭიროებებს.

ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიდგეთ თითოეული დევნილის გვერდით, სანამ მათი საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნება არ გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!