გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა


  • კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ზუგდიდელი გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.

მედიის ინფორმაციით, ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × 2 =

Akismet ანტისპამი