- კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ზუგდიდელი გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.