გიორგი ჩიტაია ცხოვრების ახალ ეტაპს 100%-იანი გრანტით იწყებს


  • ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი ჩიტაიამ არჩევანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გააკეთა.

-“დიდი ხნის წინ გადავწყვიტე სამართალზე ჩაბარება. პატარაობიდან მიზიდავდა ეს სფერო. წიგნების და ფილმების დამსახურებით, ჩემი ინტერესი უფრო გაღვივდა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ჩემს ხასიათსაც შეესაბამება ეს პროფესია.

ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც შრომა გიფასდება და ამ ბედნიერებას შენს ნაცნობებსა თუ ახლობლებს უზიარებ. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ამისთვის საკმაოდ ბევრი ვიშრომე. მიყვარს ადამიანების გაცნობა და იმედია, საინტერესო სტუდენტობა მელის წინ. 100%-იანი გრანტის აღება არ ნიშნავს, რომ ერთ ადგილას გავჩერდე და ჩემი შედეგით დავკმაყოფილდე. იმედია, კიდევ მეტ წარმატებას მივაღწევ.

ჩემს წარმატებაში სკოლასაც და კლასგარეᲨე რეპეტიტორებსაც დიდი წვლილი მიუძღვით, ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ და ამიტომ ვინმეს გამოყოფა მიუღებლად მიმაჩნია. ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ, აგრეთვე ნათესავები და მეგობრები, რომელთა გარშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მინდა, ყველა სტუდენტს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება და წინსვლა ვუსურვო”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!