გიორგი შენგელია: “ქალაქში სურსათის საკმარისი მარაგი არსებობს”


  • ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ქალაქში სურსათის საკმარისი მარაგი არსებობს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს. 

“მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევხვდით ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური სუპერმარკეტის წარმომადგენლებს და გავიარეთ მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება სურსათის უზრუნველყოფის კუთხით. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, ფასების მცირეოდენი ზრდა გამოწვეულია მხოლოდ კურსის ცვალებადობით და ეს არ არის დაკავშირებული კორონავირუსთან. მარაგებიც საკმარისია და მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ დარჩნენ სურსათის გარეშე. არანაირ გართულებებს ამ მიმართულებით არ ველოდებით”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!