გიორგი შენგელია: “ეს არის პროვოკაციული აქტი”


  • ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გამოეხმაურა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი პირბადეების, ხელთათმანების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგებას ქალაქის ცენტრში.

გიორგი შენგელია: “ის, რაც ამ წუთებში ხდება ზუგდიდის ცენტრში, არის ყოვლად დაუშვებებელი, ცალკეული პარტიების მხრიდან ხდება ორგანიზება პირბადეების დარიგების, მაშინ როცა ჩვენს ქვეყანაში, ორი მუნიციპალიტეტი იმყოფება კარანტინის რეჟიმში და ქვეყანაში უზარმაზარი რესურსი იხარჯება, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დავაკავოთ სახლში და ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრიბავენ ასობით ჩვენს მოქალაქეს ქალაქის ცენტრში თითქოსდა პირბადეების დარიგების მოტივით და ხელს უწყობენ ვირუსის გავრცელებას, რაც ყოვლად დაუშვებელია და ეს არის პროვოკაციული აქტი მათი მხრიდან. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი. მე ყველა მოქალაქეს და პოლიტიკური პარტიიის წევრს მოვუწოდებ მსგავსი პროვოკაციებისგან თავი შევიკავოთ. ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, რათა  ერთად ვებრძოლოთ მნიშვნელოვან გამოწვევას მთელი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის”,-განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!