- ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებული გიორგი კორთხონჯია ჩაირიცხა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით. ახალგაზრდა მხატვარი სტუდია „ეტიუდის“ ყოფილი მოსწავლეა.
გიორგი კორთხონჯია: “რატომ ფერწერა? ვფიქრობ, სწორედ აქ ვიპოვე საკუთარი თავი და ჩემი სამომავლო პროფესია. 100% -იანი გრანტის მოპოვება მოულოდნელი და დიდი სიხარული იყო. რაც შეეხება საგამოცდო ტესტებს, დიახ, რთული ის საკითხი იყო, რაც კარგად არ ვიცოდი, დანარჩენი კი ნორმალური სირთულით შემიძლია შევაფასო.
სამი წელი დავდიოდი სტუდია ”ეტიუდში”, სადაც მივიღე სამხატვრო განათლება. ამ ხნის განმავლობაში, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა გამოფენაში და კონკურსში. ერთი სიტყვით, სამხატვრო სკოლა ”ეტიუდი” ეს ის ადგილია, სადაც მუდამ სითბო და სიყვარულია. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო პედაგოგ ჯანსუღ ჭურღულიას მხარდაჭერისთვის. სამომავლოდ მინდა, მივიღო განათლება ჩემს სფეროში, განვავითარო საკუთარი თავი და გამოვადგე სამშობლოს”.