დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ


  • საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

“საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ირაკლი კოძახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აღნიშნული თანამდებობები ეკავათ და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უწყების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს, რასაც მიმდინარე საკადრო ცვლილებები ხელს შეუწყობს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!