გიორგი გახარია: “26 მაისი არის მიღწევა, რომლისთვისაც თაობები იბრძოდნენ”


  • ზუგდიდში, გამართულ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეუერთდა. მინისტრმა დაათვალიერა თავისუფლების მოედანზე მოწყობილი სხვადასხვა პავილიონი. ფოტოები გადაიღო ღონისძიების მონაწილეებთან და მოქალაქეებთან.

მოგვიანებით, მინისტრმა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: “26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. 26 მაისი არის მიღწევა, რომლისთვისაც თაობები იბრძოდნენ. სიმბოლურია,  შსს ზეიმობს ამ დღეს ზუგდიდში. წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა, თავისუფლება ერთიანი ქვეყნის გარეშე. ჩვენ გვინდა ყველამ ერთად, დამოუკიდებლობა ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში, გვახსოვდეს, ყოველთვის თავისუფლება არის უდიდესი პასუხისმგებლობა. თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში.”დღეს, საქართველოში, დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი აღინიშნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!