გივი მიქანაძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა


  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მინისტრმა მორიგი შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი პროგრამების განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

“უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში რეგიონულ უნივერსიტეტებს პროფილური დატვირთვა ექნებათ. შემდეგი სასწავლო წლიდან ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება ძირითადად აგრარულ, პედაგოგიურ და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადდება. სხვა მიმართულებების პროგრამები კი, მილევად რეჟიმში გადავა.

მსურს აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები და თავიანთი პოზიციები დაეფიქსირებინათ.

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!