- “დღეს, გადაიდგა პირველი ნაბიჯი, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში დასრულებულიყო მუნიციპალური კრიზისი”-განაცხადა საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, რომელიც დღევანდელმა სარებულომ 25 ხმით აირჩია.
“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ, თითოეულ პარტიას, განსაკურებით “ქართულ ოცნებას”, თითოეული ჩვენგანი დავდგეთ პიროვნულ და პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მივიღოთ მონაწილეობა საკრებულოს საქმიანობაში და მის სრულფასოვნად წარმართვაში”.
ინფორმაციისთვის, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს 25 ხმით.