- სხდომაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე, პარტია ,,საქართველოსთვის” წევრის გიგა ფარულავას კანდიდატურა განიხილება
კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ,,ქართული ოცნების” წევრები. მათ გიგა ფარულავა პოლიტიკურ მეძაობაში დაადანაშაულეს, რამაც სხდომაზე პოლემიკა გამოიწვია.
სხდომას ენმ-ის და “საქართველოსთვის” წარმომადგენლები სრულად ესწრებიან. “ქართული ოცნებიდან” არ ესწრება 4 წევრი. ისინი, როგორც უხუცესმა სპიკერმა კონსტანტინე უბერმა განმარტა, კორონავირუსის მიზეზით არ ესწრებიან სხდომას.