19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან მოკლული ქართველის გიგა ოთხოზორიას მამა ზურაბ ოთხოზორია გარდაიცვალა. გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალება ოჯახს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებთან ერთად მიუსამძიმრეს.
ლევან შონიამ და ლაშა გოგიამ გიგა ოთხოზორიას დედას თანადგომა გამოუცხადეს. ზურაბ ოთხოზორიას დაკრძალვის ხარჯებს, ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.
ზურაბ ოთხოზორია დღეს დილით გარდაიცვალა. ის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში 29 მაისიდან იმყოფებოდა.