გიგა მელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად დაინიშნა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად გიგა მელია დაინიშნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიგა მელიას სახელწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2019 წლიდან დღემდე ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. მანამდე კი გიგა მელია ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურში ინსპექტირების განყოფილების უფროსი იყო, ასევე მუშაობდა ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მთავარ სპეციალისტად, 2015-2017 წლებში გიგა მელია საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის სოციალური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

გიგა მელია 2017 წლიდან დღემდე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

გიგა მელიამ განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, არის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი, ენერგეტიკის მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხის, ხოლო ინოვაციათა და ოპერაციათა მენეჯმენტში დოქტორანტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!