დღეს, ცნობილი პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი გური ოტობაია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბის “ახალი “სარკმელის” წევრებთან იყო სტუმრად, კლუბის ტრადიციულ “ხუთშაბათობაზე”.გური ოტობაიამ ისაუბრა თავის შემოქმედებაზე, – მეგრულენოვან ნაწარმოებებზე, ჟურნალისტურ საქმიანობაზე. ამომწურავად უპასუხა ახალგაზრდა ჟურნალისტების შეკითხვებს და შეჰპირდა მათ შემდგომ თანამშრომლობას პროფესიულ საკითხებში, ჟურნალისტური დაოსტატების საქმეში.
ადამიანი, რომლის შემოქმედებაც, ქართულ და მეგრულ სიტყვასთან ერთად, თაობებს და საუკუნეებს გადაეცემა, ახალგაზრდებს მის მომავალ პროექტებზეც ესაუბრა. საჩუქრად კი, საყვარელი ლათინური გამონათქვამი „Gutta cavat lapidem non vi, sed saepe cadendo“ – წვეთი გახვრეტს ქვას, არა ძალით, არამედ ხშირი დაცემით”” დაუტოვა და წარმატებები უსურვა. “გვიმარას” და “მაფშალიას” ავტორი სასიამოვნო მოსაუბრე, თავმდაბალი და გულწრფელი იყო ახალგაზრდებთან, რაც “ახალმა “სარკმელელებმა” თავადაც აღნიშნეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=TawbIayZ8D4[/embedyt]